პუბლიკაციები ეხება:
ბუნებისმეტყველების, მათემატიკის,
ფილოსოფიის,
კლასიკური ხელოვნების,
ეკონომიკის,
სახელმწიფოს მართვის ხელობისა და
პოლიტიკის
ისტორიისა და დღევანდელობის
აქტუალურ საკითხებს
© ყველა თარგმანზე ვრცელდება ორიგინალის ავტორთა მიერ დადგენილი უფლებები.
თარგმანთა გამოყენება შესაძლებელია დადგენილი წესებით.
ორიგინალურ პუბლიკაციებზე ყველა უფლება დაცულია.
დაათვალერეთ Internet Explorer-ით
საიტი მისადაგებულია ბროუზერს
Internet Explorer
შემდგენლისაგან
საყოველთაო აღიარებით, თანამედროვე ცივილიზაცია ღრმა კრიზისშია. ერთნი ფიქრობენ ეს მოვლენა ფინანსურია, ზოგიერთს კი ის ეკონომიკური ჰგონია. სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა წრე, რომელნიც ამ მოვლენას უყურებენ მთელი ისტორიის გადასახედიდან. აქედან კი დღევანდელი პრობლემები წარმოჩინდება როგორც ცივილიზაციის კრიზისი. ის არაა რაიმე ტექნიკურ გადაცდომათა შედეგი, ფინანსურ-ეკონომიკური სფეროდან. დღევანდელი კრიზისი უკავშირდება ფილოსოფიის, მეცნიერების და ხელოვნების სავალალო მდგომარეობას, თანამედროვე ცივილიზაციაში, სათანადო ცოდნის მასობრივ უქონლობას საზოგადოებაში. მრავალი მკითხველის რეაქცია ამ შეხედულებაზე იქნება უარყოფითი. შემოგვედავებიან, როგორ შეიძლება ლაპარაკი მეცნიერების კრიზისზე, როცა ადამიანი მთვარეს ესტუმრა, შეიმუშავა უაღრესად დახვეწილი საწარმოო ტექნოლოგიები, განავითარა მედიცინა და ა .შ. და ა. შ. მათ შევუბრუნებთ შეკითხვას: ყველაფერი ამის ფონზე, რატომ იზრდება სიდუხჭირე, გაუბედურებულ ადამიანთა ხვედრითი წილი მთელ პლანეტაზე? ზოგი ამას ხსნის მოსახლეობის არაპროპორციული ზრდით, ტექნიკურ პროგრესთან თანაფარდობაში. ისინი არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ არასათანადო ტემპით მატულობს ამ ტექნოლოგიათა გამოყენება ადამიანის საჭიროებისათვის. თანამედროვე მსოფლიოს მართვაზე პრეტენზიის მქონენი ძირითადად თავმოყრილნი არიან დასავლეთ ევროპის ფინანსური ოლიგარქიის წრეებში. ბოლო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, მათ მიერ ხდება მრავალი ქვეყნის მართვაში ჩარევა, ფინასური და სხვა ბერკეტებით, რომელთაც როგორც წესი დამანგრეველი შედეგები მოაქვს ამ ქვეყნებისათვის. მათ შორის ყველაზე რადიკალურები ყველა პრობლემის გადაწტვეტას ხედავენ დედამიწის მოსახლეობის შემცირებაში, ადამიანთა ჟლეტით ან შობადობის შემცირებით. ამ უკანასნელის მისაღწევად გამოყენება საბუნებისმეტყველო ცოდნის დაქვეითება საზოგადოებაში, მორალური გარყვნა... აი ეს უკვე მართლაც ის კრიზისია, რაზეც ზემოთ ითქვა. ეს ყველაფერი იქნება ე.წ. "შეთქმულების თეორია", თუკი არ დაიდება სათანადო "მტკიცებულებები". ასეთი რამ კი საკმარისზე მეტია. მათ გამოაშკარავებას ეწევა ლინდონ ლარუში, მის თანამოაზრეებთან ერთად. ლარუში და მისი მიმდევრები იკვლევენ მეცნიერების, ხელოვნების სახელმწიფო მართვის სფეროებს. ლარუშის შრომები ეხება ყოველივე ამას და თანაბრად საინტერესოა როგორც მეცნიერებისათვის, ფილოსოფოსებისათვის, ხელოვანთათვის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეებისათვის, ასევე საშუალო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისათვის ... (იხ. გაგრძლება) | ||
|
|
|
|
ვინ არის ლინდონ ლარუშილინდონ ლარუში – დიდი ამერიკელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, აშშ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და ახალგაზრდობის თავდადებული მასწავლებელია. მის გარშემო თავმოყრილია არაერთი ინსტიტუცია... გაგრძელება |
|
თარგმანთა შესახებთარგმანთა ამ კრებულში თავი მოვუყარეთ ლინდონ ლარუშისა და მის თანამოაზრეთა სტატიებს. ამ ავტორებს ძირითადად ძირითადად აერთიანებს შილერის ინსტიტუტის იდეები. იხ. გაგრძელება ... |
|
|
|
|
შილერის ინსტიტუტიშილერის ინსტიტუტი (აშშ) დაარსდა 1984 წელს. მას ფილიალები აქვს 20-ზე მეტ ქვეყანაში. მისი დამაარსებელია ლინდონ ლარუში, პრეზიდენტი—ჰელგა ცეპ-ლარუში – გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე, ნიკოლას კუზანელის მემკვიდრეობის მკვლევარი და შესწავლის ერთერთი ორგანიზატორი... გაგრძელება |
|
რუსეთი და თანამედროვე ისტორია"ბომბის აფეთქებასავით გაისმა პროფესორ იგორ პანარინის ინტერვიუ, რომელიც მან 2010 წლის 27 ივნისს მისცა ტელეარხ Izvestia-TV-ს. პანარინმა ყოფილი საბჭოთა ლიდერები — ნიკიტა ხრუშჩოვი (მართავდა 1953-64 წწ.) და მიხაილ გორბაჩოვი (მართავდა 1985-91 წწ.), დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი იმართებოდნენ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ.... ( იხ. გაგრძელება პუბლიკაციაში: ლინდონ ლარუში—გავათავისუფლოთ რუსეთი კარიბის ზღვის ყაჩაღებისაგან) |
|
|
|
|
ხელოვნებისა და მეცნიერების ხედვა ლარუშის მიერ"... კლასიკური ფილოლოგის ყოველმა კომპეტენტურმა სპეციალისტმა იცის, რომ ადამიანის ცხოვრების ნამდვილ არსს უკეთ ასახავს ე.წ. "ინფინიტესიმალური" [უსასრულოდ მცირე]. ამას სხვანაირად ეწოდება კლასიკური პოეტური ქარაგმა – ირონია, და არა ზუსტი გადმოცემის მედიუმი. ამ თვალსაზრისით ერთმანეთის გვერდით უნდა განვათავსოთ პერსი ბიში შელის 1821 წლის თხზულება "პოეზიის დასაცავად" და ბერნჰარდ რიმანის 1854 წლის საპროფესორო დისერტაცია: "ჰიპოთეზები, რომელნიც საფუძვლად უდევს გეომეტრიას"…. (იხ. გაგრძელება პუბლიკაციაში: ლინდონ ლარუში— რა არის ტენზორი: ონტოლოგიური საკითხი) |
|
ლარუში რუსულ ენაზე
რუსეთის თემა ლარუშის მოძრაობისათვის ყველაზე უმთავრესი თუ არა, ერთერთი ძირითადი უთუოდ არის. რუსეთის საზოგადოების პროგრესულმა ნაწილმა იცის ლარუშის ფასი, ამიტომ მისი პუბლიკაციებს და გამოსვლებს რეგულარულად თარგმნიან და აქვეყნებენ, მათ შორის ინტერნეტშიც... აქედან მრავალი მკითხელისათვის სასარგებლო იქნება რუსულად გახმოვანებული ვიდეო -ფაილები... გაგრძელება |